Baby Bag

საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის

საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მშობლებს მოუწოდებს, სექტემბერში ბავშვები სკოლებში გაუშვან, რადგან ეს მათთვის სასიცოცხლოდ ​მნიშვნელოვანია.

ბორის ჯონსონის თქმით, სკოლებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შანსები საკმაოდ დაბალია და ბავშვები გაკვეთილების გაცდენით უფრო მეტად დაზარალდებიან:

,,ცოდნის მიღების მიზნით საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, არაფერს აქვს იმხელა ზეგავლენა მათი ცხოვრების შესაძლებლობებზე, რამხელაც სკოლაში დაბრუნებას. ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობდით ჩვენი სამეცნიერო და მედიცინის ექსპერტების მოწოდებებით და ახლა ბევრად მეტი ვიცით ვირუსზე, ვიდრე წლის დასაწყისში“, - დასძინა ჯონსონმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

წაიკითხეთ სრულად