Baby Bag

​დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება - მიხეილ ჩხენკელის განცხადება

დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში სწავლა 15 სექტემებრს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასწავლო წელი უნივერსიტეტებშიც ჩვეულ რეჟიმში, აუდიტორიებში დაიწყება.

„დღევანდელი ეპიდსიტუციიდან გამომდინარე, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემებრს, ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებში. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ სიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური,“ - განაცხადა მინისტრმა.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

​2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება

​2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება

2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის 20 ივლისიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა იწყება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრივ ცენტრს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.

მისამართები იხილეთ ბმულზე:
​იუსტიციის სახლები
​საზოგადოებრივი ცენტრები

წაიკითხეთ სრულად