Baby Bag

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად აქტიურად მუშაობს სკოლებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელთა შემუშავებისას მნიშვნელოვანია სკოლებისა და რესურსცენტრების ჩართულობა, რათა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა უსაფრთხოება და ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო პროცესის რეგულირების შესახებ დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ როგორც სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის ხელმძღვანელები და განათლების ექსპერტები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზანიზაციების წარმომადგენლებიც, ითვალისწინებს ყველა იმ საჭიროებას, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას უკავშირდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს ზოგადი განათლების მიმართულებით კონკრეტულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრის საშუალებაც მიეცათ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად სამინისტრო გააგრძელებს მხარეებს შორის თანამშრომლობას.

შეიძლება დაინტერესდეთ

ორდღიანი ტრენინგები მასწავლებლებისთვის

ორდღიანი ტრენინგები მასწავლებლებისთვის
UG-PriEd დაწყებითი განათლების პროექტი სექტემბერში მასწავლებლებს ტრენინგებს სთავაზობს:

წიგნიერება

1. კითხვის სწავლების სტრატეგიები და თანამედროვე მეთოდები

💡ვისთვის არის კურსი: დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებლებისთვის და სხვადასხვა საგნის (გარემოს, ისტორიის....) მასწავლებლებისთვის
💡თარიღი: 4-5 სექტემბერი, 2019
💡2 დღე - 90 ლარი
💡სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/8VUsmLgUcDCCDaop6

2. კითხვისა და წერის სწავლება დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით

💡ვისთვის არის კურსი: დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებლებისთვის
💡თარიღი: 7-8 სექტემბერი, 2019
💡2 დღე - 90 ლარი
💡სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/UuyDmBqCN5Yy9VsQ6

3. დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით სწავლება დაწყებით საფეხურზე

💡ვისთვის არის კურსი: სხვადასხვა საგნის (გარემოს, ისტორიის....) მასწავლებლებისთვის
💡თარიღი: 7-8 სექტემბერი, 2019
💡2 დღე - 90 ლარი
💡სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/3TQTnXXmWrrJnfaeA

მათემატიკა

4. თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები მათემატიკის სწავლებაში

💡ვისთვის არის კურსი: მათემატიკის მასწავლებლებისთვის
💡თარიღი: 9-10 სექტემბერი, 2019
💡2 დღე - 90 ლარი
💡სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/f22vBmhuuftaWmB27

5. მათემატიკის სწავლება დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით

💡ვისთვის არის კურსი: მათემატიკის მასწავლებლებისთვის
💡თარიღი: 7-8 სექტემბერი, 2019
💡2 დღე - 90 ლარი
💡სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/obcsB3JdkJhZC4Qp7

ტრენინგების ძირითადი საკითხები წარმოდგენილია შესაბამის სარეგისტრაციო ფორმაში.

ტრენინგების გავლის შემდეგ მასწავლებელს კრედიტქულები არ მიენიჭება.

წაიკითხეთ სრულად