საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„სქემის ფარგლებში, ეს იქნება ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება“ - განათლების მინისტრის მოადგილე
„ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება, შეეხება მასწავლებლების თვითშეფასების კითხვარის არასავალდებულოდ გამოცხადებას, რადგან შიდა კვლევების მიხედვით, ეს ბევრ ტექნიკურ და ბიუროკრატიულ პროცესთან იყო კავშირში“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.
„თვითშეფასების კითხვარის შევსება/არშევსება მასწავლებლის ნებაზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელს უნდა კითხვარის შევსება, ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებისთვის, ის ამას შეძლებს,“ - დასძინა ირინა აბულაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი სქემის დოკუმენტი შენარჩუნდება და 2020 წლიდან შემოვა ახალი რეგულაციები:
„სქემის დოკუმენტთან დაკავშირებით, ჩვენ ახლა გარდამავალ პროცესში ვიმყოფებით და არიან მასწავლებლები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ კრედიტქულების დაგროვება და მნიშვნელოვანი მიღწევებიც აქვთ ამ კუთხით. შესაბამისად, 2019 წლის ბოლომდე, ამავე სისტემით ისარგებლებენ – შენარჩუნდება მოქმედი კრედიტქულების დაგროვების გზა, მაგრამ, პარალელურად, ეტაპობრივად, მასში ცვლილებები განხორციელდება, რაც მეტი შესაძლებლობების გაჩენას გულისხმობს. 2020 წლიდან შემოვა ახალი რეგულაციები, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს ბიუროკრატიულ ელემენტებს სქემაში, ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება, შეეხება მასწავლებლების თვითშეფასების კითხვარის არასავალდებულოდ გამოცხადება,“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ „ქრონიკაში“ საუბრისას .