საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
ის პედაგოგები, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე არ დარეგისტრირებულან, შეძლებენ თუ არა, შემოდგომის გამოცდაზე დარეგისტრირებას
„მასწავლებელთა გამოცდისთვის, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება, გაიწერება ინსტრუქცია, თუ ვინ შეძლებს, ამ გამოცდაზე დარეგისტრირებას,“ - ამის შესახებ
Moms.ge
-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
მათივე ცნობით, განიხილება საკითხი, რომ შემოდგომის გამოცდაზე ის პირებიც დარეგისტრირდნენ, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე არ დარეგისტრირებულან:
„ამ ეტაპზე გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მათთვის, ვინც ზაფხულის გამოცდის შედეგებით არ იქნება კმაყოფილი, განმეორებითი გამოცდა შემოდგომაზე
ჩატარდება
. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ზაფხულის გამოცდაზე არ დარეგისტირებულა, შესაძლოა, მათაც შეძლონ დარეგისტრირება. ეს საკითხი განიხილება. თუმცა ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რადგან
შემოდგომის გამოცდასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინსტრუქციები უნდა გაიწეროს. ამასთან, უნდა გამოიცეს ახალი ბრძანება.
დეტალები და ინსტრუქცია სწორედ ამ ბრძანებაში იქნება გაწერილი,“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.
ცნობისთვის, 2019 წლის გამოცდებზე სიახლე ის არის, რომ აქამდე მასწავლებლებს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ, ახლა პირველ გამოცდაზე გასვლისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შანსი, მეორედ გავიდნენ გამოცდაზე ამ წლის ბოლომდე.