საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
გახდი სკოლის დირექტორი! 1003 ვაკანტური ადგილი! - სერტიფიცირების პროგრამაზე რესგიტრაცია 30 ოქტომბრამდე შეუძლია ნებისმიერ მსურველს!
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სკოლების მოქმედ დირექტორებს ხელშეკრულების ვადა 2020 წლის ოქტომბერში ამოეწურათ, ასეთია 1003 სკოლა და შესაბამისად, ამდენივე ვაკანსიაა. 2021 წლის 9 აგვისტოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანება, რომელიც შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის ცვლილებებს.
აღნიშნულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი 2020 წლის გაზაფხულიდან უვადოდ გადაწეული კონკურსის ჩატარების დროის შესახებ, თუმცა რადგან ნორმატიულ აქტში ცვლილებები განხორციელდა, სავარაუდოა, რომ უწყება დირექტორების კონკურსისთვის უკვე ემზადება.
მოცემული ცვლილებების საფუძველზე პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი გთავაზობთ დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამას, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო ტრენინგ-მოდულს, რაც აღნიშნული გამოცდის ჩასაბარებლად არის საჭირო.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 30 საათი (2 თვე).
მასში შედის სამი ნაწილი:
ზოგადი უნარები
პროფესიული უნარები
საკანონმდებლო ბაზა
სემინარები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ტრენინგის მიმდინარეობისას მოგაწვდით შესაბამის თეორიულ მასალას და ტესტურ დავალებებს. გავარჩევთ წინა გამოცდაზე არსებულ ტესტს, ჩავატარებთ იმიტირებულ გამოცდასა და გასაუბრებას! ტრენერი სოფო ბიბილაშვილი.
სრული კურსის ღირებულებაა 300 ლარი. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.