საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
თამაში, რომელსაც Momsedu.ge გთავაზობთ, ყველასთვის ნაცნობი „ქალაქობანაა“.
როგორია თამაშის წესები?
თამაშში ორი ან ორზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მოთამაშეები ერთმანეთს ცოდნის რაც შეიძლება სწრაფად გამოვლენაში ეჯიბრებიან.
მოთამაშეებიდან ერთ-ერთი იწყებს პატარა ხაზების ჩამოსმას. როდესაც რომელიმე მონაწილე იტყვის ,,სტოპ“, ხაზების ჩამოსმა უნდა შეწყდეს. თითოეულ ხაზს ქართული ანბანის თითო ასო შეესაბამება. რომელ ასოზეც შეჩერდა ხაზების ჩამოსმა, მონაწილეებმა იმ ასოზე დაწყებული სიტყვები უნდა მოიფიქრონ.
მაგალითად, თუ დასრულდა „დ“ ასოზე, მაშინ ყველა სიტყვა - ქალაქი, სოფელი, სახელი, გვარი... უნდა იწყებოდეს „დ“-ზე.
სურვილის მიხედვით, ჩამონათვალი შეგიძლიათ გაზარდოთ: მწერალი, ფრინველი, ცხოველი, მდინარე...
როგორ იწერება ქულები:
5 ქულა - თუ ყველა მონაწილეს ერთი და იგივე სიტყვა უწერია. 10 ქულა - თუ ყველა მონაწილეს განსხვავებული სიტყვა უწერია. 20 ქულა - თუ მხოლოდ ერთმა მონაწილემ გაიხსენა „მ“ ასოზე დაწყებული სიტყვა.
გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)