საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
საქართველოს 100 სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებლები გაივლიან გადამზადებას დისტანციური სწავლების, სწავლის კონცეფციებსა და პრაქტიკაში
საქართველოს 100 სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებლები, სკოლების ადმინისტრაციისა და განათლების სისტემის თანამშრომლები გაივლიან გადამზადებას დისტანციური სწავლებისა და სწავლის კონცეფციებსა და პრაქტიკაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, - ინფორმაციას unicef Georgia ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, პროგრამის მიზანია ბავშვების განათლების ხარისხის გაუმჯობესება, საქართველოს განათლების სისტემის თანამშრომლების გადამზადების, ტრენინგების და მათი შესაძლებლობების გაზრდის გზით.
პროგრამა დაფარავს 100 საჯარო სკოლას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სკოლებს რთულად მისადგომ და მთიან რეგიონებში, და მიზნად ისახავს მასწავლებლებისთვის დისტანციური სწავლების ესტონური გამოცდილების გაზიარებას მათი პროფესიული განვითარებისთვის. დაწყებითი განათლების მასწავლებლები გაივლიან მომზადებას კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგიაში. სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურცენტრების წამომადგენლები გაივლიან ტრენინგს საგანმანათლებლო გარემოსა და სკოლის მენეჯმენტში. მონაწილე სკოლები შეიძენენ გამოცდილებას სხვადასხვა პლატფორმების შექმნასა და მართვაში ცოდნის, პრაქტიკისა და თანამშრომლობის იდეების გასაზიარებლად. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა სასწავლო ტური ესტონეთში შერჩეული მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორებისთვის ესტონური გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად.
„კორონავირუსის პანდემიის შედეგად, დისტანციური სწავლება ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის ცოდნის გაცვლისა და საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტობის უმთავრეს ინსტრუმენტად იქცა. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მასწავლებლების და განათლების მუშაკების მხარდაჭერას იმ უნარების და ცოდნის მისაღებად, რაც აუცილებელია მათთვის ამ მდგომარეობაში. მადლობას ვუხდით ესტონეთის მთავრობას მათი დახმარებისთვის, რასაც ისინი საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აკეთებენ,“ - განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
პროგრამა 2020 წლის სექტემბერში იწყება და 2 წელი გაგრძელდება. პროექტს სრულად აფინანსებს ესტონეთის მთავრობა.
ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. პარტნიორობა ითვალისწინებდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვას და დახვეწას, ესტონური სწავლებისა და სწავლის მეთოდების დანერგვას სკოლებში საქართველოში და საუნივერსიტეტო კურსების შექმნას მასწავლებლების მოსამზადებლ