ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის პროცესი დღეიდან, 22 ივნისიდან იწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ბმულები, სადაც განთავსებულია ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები;
ინფორმაცია იმ შეხვედრების/პრეცენტაციების შესახებ, რომლებსაც აწყობენ გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორ-გამომცემლობები.
თუ გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვება გინდათ, გაიარეთ წინასაგამოცდო კონსულტაციები - რეგისტრაცია დაიწყო
მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე 22 ივლისიდან გადიან, პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლის სახლის ტრენერებთან კონსულტაციების გავლასსთავაზობს.
,,მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის წინასაგამოცდო ონლაინ კონსულტაციები გაიარონ. სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარებათ მასწავლებლებს, გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარონ. ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომელთა ნაწილიც თავად ასწორებს ამ გამოცდას," - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.
მათი ინფორმაციით, ტრენინგი მოიცავს 3 სესიას. თითოეული მათგანის ხანგრძლივობაა 2 საათი. კურსის დასაწყისში მასწავლებლებს ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები მიეწოდებათ.
ტრენინგებზე რეგისტრაცია 15 ივლისს დასრულდება (ადგილები შეზღუდულია), კონსულტაციები ჩატარდება 16, 17 და 18 ივლისს.