ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის პროცესი დღეიდან, 22 ივნისიდან იწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ბმულები, სადაც განთავსებულია ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები;
ინფორმაცია იმ შეხვედრების/პრეცენტაციების შესახებ, რომლებსაც აწყობენ გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორ-გამომცემლობები.
საქართველოში ონლაინ რეჟიმში სწავლა მარტის თვეში, კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაიწყო. ინტერნეტ სივრცეში უამრავი ვიდეო ვრცელდება, რომელიც ონლაინ რეჟიმში სწავლის სახალისო მომენტებს ასახავს.
MomsEdu.ge-ს მკითხველს ასევე კარგად ახსოვს დედა, რომელიც მასწავლებელმა მაშინ გამოიჭირა, როცა შვილს გაკვეთილს ჰკარნახობდა - ვიდეო