Baby Bag

,,არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე დისტანციური სწავლება კვლავ საჭირო გახდეს''

,,არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე დისტანციური სწავლება კვლავ საჭირო გახდეს''

,,დისტანციური სწავლება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე საჭირო კიდევ გახდეს,'' - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არ დამთავრებულა:

„დისტანციური სწავლება გახდა ჩვეულებრივი ატრიბუტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე კიდევ გახდეს საჭირო. ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს - შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება. სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით. ისეთი ტიპის თავისუფალი გარემო, როგორიც შარშან სექტემბერში გვქონდა, არ იქნება. სასწავლო პროცესის დაწყებისა და განვითარების უფრო მკაცრი რეგულაციები იქნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწა​ვლებლების სანდო წყარო“

„სახელმწიფო და დაავადებათა ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარ...
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯან...

შეიძლება დაინტერესდეთ

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„​წელს გაგრილების სისტემა ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება, გარდა ერთისა,“ - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტებმა შარშანდელთან შედარებით მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ გამოცდების ჩაბარება:

„წელს გაგრილების სისტემა იქნება ყველგან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტები შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ. გაგრილების სისტემა ერთადერთი ხულოს საგამოცდო ცენტრში არ იქნება, რადგან მხოლოდ დილის სესიაა და გვითხრეს, რომ ხულოში 9 საათზე ნამდვილად არ ცხელა ისე, რომ გაგრილება საჭირო იყოს.“

წაიკითხეთ სრულად