ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
პირველი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე მიმდინარეობს რეგისტრაცია მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად, აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის.
,,იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს სისტემაში მომუშავე სპეციალური განათლებლის მასწავლებელთა მხარდაჭერა, მასწავლებლის სახლის ტრერენერები და კონსულტანტები მასწავლებლებს იმ საყურადღებო თემების მიმოხილვას შესთავაზებენ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალური განათლების მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია,'' - აღნიშნულის მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
NAEC. GE ზე მასწავლებლებს შეუძლიათ იხილონ სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტექსტის აღწერა: https://naec.ge/#/ge/post/323
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სპეციალურ მასწავლებლებს შესთავაზებს სხვადასხვა ტიპის რესურს (ტრენინგი, ვებინარი) რომელიც დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში და კომპეტენციის დადასტურებაში.
სპეციალურ მასწავლებელთა საგამოცდოდ მოსამზადებელი ტრენინგისთვის გამოცხადდება რეგისტრაცია მასწავლებლის სახლის ვებ გვერძე. (ტრენინგის გავლის უფლება აქვთ იმ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, რომელნიც დარეგისტრირდებიან სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე).
ვებინარების სერია აგებულია რეალისტურ ხედვაზე და ემსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გავრცელებულ, ხშირად წამოჭრილ პრობლემებზე პასუხის გაცემას.
სპეციალისტები შესთავაზებენ სპეციალური განათლების მასწავლებლებს იმ სასწავლო ლიტერატურის და სამუშაო რესურსების მიმოხილვას, რომლებიც ამჟამად ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო რესურს სივრცეში.