დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ტრენინგი პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებლებისთვის, ის 10 კრედიტს მოგაპოვებინებთ - კურსი შედგენილია 2021 წლის განახლებული საგამოცდო პროგრამის მიხედვით!
2021 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაში ცვლილებები შევიდა. ეს ცვლილებები ეხება როგორც გამოცდის დროის ხანგრძლივობას და ქულათა რაოდენობას, ასევე საკითხთა ჩამონათვალს.
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც მორგებულია 2021 წლის პროგრამასა და სტანდარტს.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს გამოცდის 10კრედიტზე ჩასაბარებლად საჭირო ყველა საკითხს. ინოვაციური სწავლების მეთოდი გაგიადვილებთ შესასწავლი მასალის აღქმა-გააზრებას!