დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
განათლების კვლევებისა და მეცნიერების განვითარების ცენტრი პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საყურადღებოდ პედაგოგიური კვლევის დისტანციური კურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ცენტრის ცნობით, კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, თუმცა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ მოქმედ პედაგოგებს.
კურსის ფარგლებში მომზადებულია დისტანციური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს :
1. რა არის კვლევა? პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობა. 2. კვლევის მეთოდები (რაოდენობრივი და თვისებრივი) 3. კვლევის ინსტრუმენტები , კვლევის გეგმის შემუშავება და პროცედურები 4. მონაცემის სახეები და მათი დამუშავება 5. კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და ვიზუალური რეპრეზენტაცია 6. კვლევის ეთიკა
კურსზე რეგისტრაცია 12 აგვისტოს დაიწყება, აპლიკანტების რაოდენობა კი შეზღუდულია.
ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო კურსისთვის აპლიკანტები შეირჩევიან მერიტოკრატიული პრინციპებით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:
1. პროფესიული მოტივაცია - 30% 2. ცოდნის დისემინაციის სქემა - 30% 3. სასწავლო კურსის საჭიროების დასაბუთება - 40%
შერჩევისას ასევე გათვალისწინებული იქნება:
1. შერჩეული აპლიკანტების გეოგრაფიული დანაწილება (რეგიონების თანაბარი ჩართულობა) 2. გენდერული ბალანსი
წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების სერტიფიკატებს.
კურსში მონაწილეობა უფასოა.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით განათლების კვლევებისა და მეცნიერების განვითარების ცენტრს ამ გვერდზე.