დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
რა უნდა გაკეთდეს დისტანციური სწავლების გაუმჯობესებისთვის? - დღეს ამ თემაზე მასწავლებლებისთვის დისკუსია გაიმართება
რა უნდა გაკეთდეს დისტანციური სწავლების გაუმჯობესებისთვის? ამ თემაზე დღეს, 15 მაისს 17:00 საათზე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გვერდზედისკუსია გაიმართება.
დისკუსიას ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი წარუძღვება. ხოლო მონაწილეები იქნებიან:
გიორგი ჭანტურია - განათლების კოალიციის დირექტორი
მანანა რატიანი - მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
რევაზ აფხაზავა - განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი
ხათუნა გოგალაძე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი