Baby Bag

პროგრამა Teams-ში ქართული ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების პლატფორმა el.ge ინტეგრირდა

პროგრამა Teams-ში ქართული ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების პლატფორმა el.ge ინტეგრირდა

საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მაიკროსოფტთან თანამშრომლობის შედეგად, პირველად, ქართული ონლაინ პროდუქტი el.ge მაიკროსოფტის პროგრამა Teams-ში ინტეგრირდა.

პროგრამა Teams-ში el.ge-ის პლატფორმის დამატებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა ერთ სივრცეში ჰქონდეს წვდომა მისთვის საჭირო 22 ათასზე მეტ საგანმანათლებლო-ელექტრონულ რესურსთან.

ერთიანი საგანმანათლებლო ელექტრონული პორტალი el.ge 2018 წელს შეიქმნა, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მომზადებული და შექმნილი ელექტრონული საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები.

ვებ-გვერდზე ატვირთულია ელექტრონული წიგნები, თემატური ვიდეოები, ნოტები, სტატიები, ფოტო და აუდიო მასალები.

გამოყოფილია სივრცე ბლოგის, ვებინარების და სხვადასხვა მიმართულების პროექტებისთვის, რაც ეხმარება სწავლების პროცესში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ საჭირო მასალებთან შეუფერხებელი წვდომა.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს დასრულდება

სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს დასრულდება
საჯარო სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს დასრულდება. 

პირველკლასელები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სწავლას მაისის თვეში ასრულებენ - პირველკლასელები 27 მაისს, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეები - 20 მაისს, სხვა კლასის მოსწავლეებისთვის კი 2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს სრულდება. 

რამდენი ოფიციალური დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის ​​დასრულებამდე?

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

თუმცა წელს ბოლო ორი დღესასწაული კვირას ემთხვევა.


წაიკითხეთ სრულად