განათლებისა სამინისტრო მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის მარტივ, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობებს სთავაზობს.
აღნიშნული აქტივობები მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სახლის პირობებში მოსწავლის სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება.
როგორ მოვემზადოთ დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდისთვის - კანონები, სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა
თუ დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდისთვის ემზადებით, გთავაზობთ საგამოცდო პროგრამას, სადაც მოცემულია ის კანონები, დამხმარე და სავალდებული ლიტერატურა, რომლის ცოდნაც მოგეთხოვებათ.
საგამოცდო ტესტი სამი ნაწილისგან შედგება: საკანონმდებლო ბაზა, პროფესიული უნარები და ზოგადი უნარები. ტესტის მაქსიმალური ქულაა 100.
შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 3 თებერვალს დაიწყო და 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე www.directors.mes.gov.ge.