Baby Bag

მორიგი საინტერესო სიახლე განათლების სამინისტროსგან

მორიგი საინტერესო სიახლე განათლების სამინისტროსგან

განათლებისა სამინისტრო მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის მარტივ, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობებს სთავაზობს. 

აღნიშნული ​აქტივობები მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სახლის პირობებში მოსწავლის სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება. 

იხილეთ დოკუმენტი ​​​აქ.

როგორ მივანიჭოთ მოსწავლეს წამახალისებელი სამკერდე ნიშანი Teams-ში - ვიდეოინსტრუქცია
როგორ მივანიჭოთ მოსწავლეს წამახალისებელი სამკერდე ნიშანი Teams-ში - ნახეთ ინსტრუქცია და არ დაგავიწყდეთ!​

შეიძლება დაინტერესდეთ

ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით

ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით

ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს. 

,,ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ელექტრონული ჟურნალის მიერ ავტომატურად დათვლილ სემესტრულ შეფასებებს. ტექნიკურად ყველაფერი გამართულად მუშაობს. 

ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლებს შემაჯამებელი წერა აქვთ ჩანიშნული კალენდარში, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი გაკვეთილია ჩატარებული. 

შესაბამისად, სისტემა ამ დღეს ავტომატურად უწერს ნულს იმ მოსწავლეს, რომელსაც შეფასება არ უწერია, რაც თავისთავად აისახება სემესტრულ შეფასებაზე. 

იმ შემთხვევაში, თუ ყველა მონაცემი სწორად არის ასახული და სემესტრული შეფასება მაინც არასწორად ითვლება, გთხოვთ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას,'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

წაიკითხეთ სრულად