Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დღეიდან, 11 მაისიდან დაიწყო და 1-ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო სკოლებში დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;
  • მშობელი სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაქსიმუმ ორ დღეში იქნება ცნობილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით მაქსიმუმ ორ დღეში იქნება გადაწყვეტილება ცნობილი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშა, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოებაზე: 

„დღესაც მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოებასა და გამკაცრებაზე, აქ შედის, სკოლაც, უმაღლესი სასწავლებლებიც და ა.შ. ბევრი რამ განიხილება, მე ახლა არ დავაკონკრეტებ, ალბათ, ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი ​გადაწყვეტილებები, შესაბამისად იქნება სკოლებთან დაკავშირებითაც,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


წაიკითხეთ სრულად