Baby Bag

მორიგი დასვენების დღე ონლაინ სწავლებისგან

მორიგი დასვენების დღე ონლაინ სწავლებისგან

იქნება თუ არა 26 მაისი ონლაინ სწავლებისგან დასვენების დღე? - აღნიშული კითხვით ​Momsedu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა. 

როგორც სამინისტროში აღნიშნეს,  26 მაისი ოფიციალური უქმე დღეა, გამომდინარე აქედან, სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ:

,,როგორც ყველა უქმე დღეს, ასევე 26 მაისს სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ,'' - განაცხადეს სამინისტროში.


რატომ არის 26 მაისი უქმე დღე? 

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავ​ლებლების სანდო წყარო“

ელექტრონული რესურსები მასწავლებლებისთვის
გთავაზობთ ელექტრონულ რესურსებს, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნულ ცენტრი აქვეყნებს. ცენტრის ცნობით, 2015-2017 წლებში ბრიტანეთის საბჭოს უფასო ონლაინ რესურსებზე დაყრდნობით შ...
Ms Teams-თან დაკავშირებული განახლებული კითხვა-პასუხი მასწავლებლებს გაეგზავნათ
გთავაზობთ, Ms Teams-თან დაკავშირებულ განახლებულ კითხვებსა და პასუხებს, რომელიც მასწავლებლებს მეილზე მიუვიდათ. 1. კითხვა: როგორ შევიდეთ Microsoft Teams-ში?პასუხი: https://bit....

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება

სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება
სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება. შესაბამისი ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტში შედის. 

ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამით გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 95.0 მლნ ლარით და შეადგენს 845.5 მლნ ლარს.

„ზრდა გამოწვეულია განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპენსაციის სახით ერთჯერადი ჯილდოს გაცემით. 6500-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა უკვე გააკეთა განაცხადი სისტემის დატოვების თაობაზე და შესაბამისად თითოეული მათგანი მიიღებს ჯილდოს მათი 2 წლის საშუალო შრომის ანაზღაურების ოდენობით,“ - წერია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 131.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 639.5 მლნ ლარით, მათ შორის.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე გაგრძელდება ეტაპობრივად პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ზრდა და უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ დანამატს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სტატუსის ამაღლების უფლების მოპოვების მსურველთა რაოდენობა და შემდეგ საფეხურზე გადავიდა 10 ათასამდე მასწავლებელი (ნაცვლად პროგნოზირებული 6500 მასწავლებლისა) და შესაბამისად ეს პედაგოგებიც მიიღებენ (გაზრდილ) დანამატს.
წაიკითხეთ სრულად