პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები იწყება! - ინფორმაცია სკოლის დირექტორობის მსურველთათვის
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 24 ოქტომბერს დაიწყო რეგისტრაცია საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე. აღნიშნული გამოცდა დაანონსებული იყო 2019 წელს, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო, ახლა კი ისევ განახლდა რეგისტრაცია.
საგამოცდო ტესტის ნიმუშს სამინისტრო 26 ოქტომბრიდან შემოგვთავაზებს.
დირექტორთა სერტიფიცირება ორი ეტაპისგან შედგება - სერტიფიცირების გამოცდა და გასაუბრება განათლების სამინისტროში.