პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როდის ჩატარდება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები - Naec-ის პასუხი
„მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია თებერვლის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, გამოცდა კი ზაფხულში ჩატარდება,“ - აღნიშულის შესახებ Yts.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
იხილეთ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ტესტები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები: