Baby Bag

მთავრობა განათლების სფეროს მხარდაჭერის შესახებ ​ანტიკრიზისულ გეგმას 10 დღის ვადაში წარმოადგენს

მთავრობა განათლების სფეროს მხარდაჭერის შესახებ ​ანტიკრიზისულ გეგმას 10 დღის ვადაში წარმოადგენს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, ირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.

„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორ შედეგს ელოდებიან განათლების სამინისტროში სასწავლო წლის ბოლოსთვის? - განათლების მინის...
როგორ შედეგს ელოდებიან განათლების სამინისტროში სასწავლო წლის ბოლოსთვის დისტანციური სწავლების რეჟიმში არსებული გამოწვევების ფონზე? - აღიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის...

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეიდან მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან მანდატურები 7 რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დამატებით 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი. ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ​ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს.

მანდატურის სამსახურის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახლადდანიშნულმა მანდატურებმა, უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, შსს-ს აკადემიაში ორთვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს.

ახალი მანდატურები საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ და მისმა მოადგილეებმა წარადგინეს.

დღეისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 485 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი სწავლობს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 233 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

წაიკითხეთ სრულად