პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორ ჩავატაროთ გაკვეთილი ისე, რომ მოსწავლემ ვერ შეძლოს სხვა მონაწილისათვის ხმის გათიშვა ან გაკვეთილიდან გაგდება - ინსტრუქცია
როგორ ჩავატაროთ გაკვეთილი ისე, რომ მოსწავლემ ვერ შეძლოს სხვა მონაწილისათვის ხმის გათიშვა ან გაკვეთილიდან გაგდება? - ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს აინტერესებთ.
გთავაზობთ პასუხს ამ აქტუალურ კითხვაზე👇
ყოველკვირეულად განმეორებადი გაკვეთილის დანიშნვა მოსწავლეებისთვის შეზღუდული უფლებებით: https://bit.ly/2ycXrG0