პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა
„7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა,“ - აღნიშულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია კონტაქტები:
„თავდაპირველად აბიტურიენტს სიცხე არ აღენიშნებოდა, კორონავირუსი მოგვიანებით დაუდგინდა. ის 9 აბიტურიენტი, ვისთან ერთადაც ეს აბიტურიენტი აბარებდა, განთავსდებიან საკარანტინე სივრცეში და ყველა გამოცდის წინ მათ PCR ტესტი ჩაუტარდებათ,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.