პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როდის გახდება ცნობილი დეტალური ინფორმაცია მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდის შესახებ?
შეძლებენ თუ არა შემოდგომის გამოცდაზე მაძიებლები გასვლას და როდის გახდება ცნობილი გამოცდის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის? - აღნიშნული კითხვებით MomsEdu.ge-ს არაერთი მასწავლებელი დაუკაშვირდა.
როგორც ნაეკში აღნიშნეს, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაციის დეტალები მომდევნო კვირისთვის გახდება ცნობილი. რაც შეეხებათ მაძიებლებს, მათთვის გამოცდაზე რეგისტრაცია გაზაფხულზე დაიწყება, გამოცდა კი ზაფხულში ჩატარდება.