Baby Bag

„დილით ეს დავალება რომ მივიღე, ცრემლები ვერ შევიკავე კითხვისას“ - რა წერილს აქვეყენებს „ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე

„დილით ეს დავალება რომ მივიღე, ცრემლები ვერ შევიკავე კითხვისას“ - რა წერილს აქვეყენებს „ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე

„ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე სოციალურ ქსელში მოსწავლის წერილს აქვეყნებს. როგორც პედაგოგი აღნიშნავს, დავალების დაწერის სურვილი მოსწავლეს ერთ-ერთი „ტელეგაკვეთილის“ ნახვის შემდეგ გაუჩნდა. ეს „ტელეგაკვეთილი“ ბებია-ბაბუებს ეძღვნებოდა და მისი მთავარი მოთხრობა გოდერძი ჩოხელის ​„ბებო“ იყო.

„როგორი როგორი სევდიანი და თბილი წერილია.

დილით ეს დავალება რომ მივიღე, ცრემლები ვერ შევიკავე კითხვისას, მაგრამ გამიხარდა კიდეც. „ტელეგაკვეთილმა“ ასეთი სიტყვების დაწერის სურვილი რომ გაუჩინა ბავშვს, ამიტომ გამიხარდა.

მჯერა, მის წერილს წაიკითხავს ბებო იქ, სხვა სამყაროში, და ძალიან ბედნიერი იქნება“, - წერს მასწავლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ასე დაწყებულ ,,ტელეგაკვეთილს'' მოსწავლეები აუცილებლად ბოლომდე მოუსმენენ

ასე დაწყებულ ,,ტელეგაკვეთილს'' მოსწავლეები აუცილებლად ბოლომდე მოუსმენენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის პროექტი „ტელესკოლა“ წარმატებით მიმდინარეობს. 

ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

ნახეთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნათიას ფურცელაძის ,,ტელეგაკვეთილი'', რომელიც მადლობის გადახდით დაიწყო (ქართული, VII კლასი).  👉,,ტელეგაკვეთილი''

შეგახსენებთ, რომ ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

იხილეთ ,,ტელესკოლის'' გაკვეთილების ცხრილი ბმულზე.

წაიკითხეთ სრულად