Baby Bag

განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშრებით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს აცხადებს -  „გაცოცხლებული სურათები“. 

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან ანიმაციური ვიდეორგოლები, რომლებშიც ნიკო ფიროსმანის ნახატებს გააცოცხლებენ. გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებითა და სხვა ტიპის საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გამოვლენა განვითარება.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი კატეგორია - VII-IX კლასის მოსწავლეები და მეორე კატეგორია - X-XII კლასის მოსწავლეები;
  • მოსწავლემ უნდა შექმნას ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებს ნიკო ფიროსმანის ნახატებს;
  • ანიმაციური ვიდეორგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული თუ სხვა ტიპის უკვე არსებული რესურსი, ასევე მოსწავლეების მიერ თავად შექმნილი ნახატები;
  • მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ფიროსმანის ბიოგრაფიის ისტორიები და მათ მიხედვით შეიმუშაონ ანიმაციური ვიდეორგოლის სიუჟეტი;
  • ვიდეორგოლი უნდა იყოს გახმოვანებული/გაფორმებული მუსიკალურად;
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​„გაცოცხლებული სურათები“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დღეის მდგომარეობით, სწავლა არ გადაიდება''

,,დღეის მდგომარეობით, სწავლა არ გადაიდება''

„დღევანდელი მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს,'' - აღნიშნულის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღევანდელი მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად