ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც მასწავლებლებისთვის ამარტივებს და აუმჯობესებს სწავლების პროცესს.
TVschool.ge მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ღილაკზე სულ რამდენიმე დაჭერით შექმნან და გაუგზავნონ საშინაო დავალება თავიანთ მოსწავლეებს.
პროცესი საკმაოდ მარტივია:
მასწავლებელი ირჩევს კლასს, საგანს და გაკვეთილს
შემდეგ პროგრამა საიტის ბაზიდან თავისით ალაგებს შესაბამის კითხვებს და აგენერირებს შექმნილი დავალების უნიკალურ ბმულს
აღნიშნულ ბმულს მასწავლებელი უგზავნის მოსწავლეებს ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში - იქნება ეს მაიქროსოფთ თიმსი, მესენჯერი, თუ სხვა
მოსწავლე ხსნის ბმულს და აკეთებს დავალებას
დავალებას პროგრამა თავისით ასწორებს
აქვე შეგიძლიათ, იხილოთ მოკლე ვიდეოინსტრუქცია თუ როგორ იქმნება დავალება TVschool.ge-ზე
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით გამოსადეგია თვითიზოლაციის პერიოდში, როდესაც მასწავლებლებს სხვა გზა არ აქვთ და უწევთ, დისტანციურად მისცენ და ჩაიბარონ საშინაო დავალებები. პროცესი გამარტივებულია როგორც მასწავლებლელთათვის, ასევე მოსწავლეთათვის, რაც სწავლებას უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს ხდის.
Tvschool.ge სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩაეშვა. მას უკვე 2500-ზე მეტი მასწავლებელი და 15000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს და ეს რიცხვები ყოველდღიურად სწრაფად იზრდება.
მასწავლებლის სახლი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კიდევ ერთ პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს შემდეგი პოზიციისთვის კანდიდატთა შერჩევას:
ლიდერობის განვითარებისექსპერტი; დაინტერსებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუძლიათ გაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: hr@tpdc.ge არა უგვიანეს 2019 წლის 2 ივლისის ჩათვლით.