Baby Bag

მასწავლებლის სახლი სკოლების დირექტორებისთვის და ადმინისტრაციული გუნდისთვის ლექცია-ვებინარებს ჩაატარებს

მასწავლებლის სახლი სკოლების დირექტორებისთვის და ადმინისტრაციული გუნდისთვის ლექცია-ვებინარებს ჩაატარებს

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლების დირექტორებისთვის და ადმინისტრაციული გუნდისთვის ლექცია-ვებინარებს ჩაატარებს. იხილეთ დაგეგმილი აქტივობების ანონსი

დაისვენებენ თუ არა სკოლები დიდ ხუთშაბათს?
16 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, სკოლები სააღდგომოდ წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომასა...

შეიძლება დაინტერესდეთ

გამოცდიდან 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი მოიხსნა - Naec

გამოცდიდან 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი მოიხსნა - Naec
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა.
მისი ინფორმაციით, იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები. გამოცდიდან მოიხსნა 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი (მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39.300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან დაახლოებით 94% გამოცხადდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული 3.600-ზე მეტი სტუდენტიდან გამოცხადდა 78%-ზე მეტი გამოსაცდელი. მასწავლებლის საგნის გამოცდებზე 12.000-მდე დარეგისტრირებული მსურველიდან მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 88%-მა, ხოლო სამაგისტრო გამოცდაზე 12.600-ზე მეტი დარეგისტრირებულიდან გამოცხადდა 87%-მდე მაგისტრანტობის კანდიდატი.
წაიკითხეთ სრულად