განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, მასწავლებლებისთვის იწყება ვებინარი თემაზე Microsoft Teams-ი გამოყენება სასწავლო პროცესში.
მათივე ცნობით, ვებინარი გაიმართება 2 აპრილს 16:00-დან 17:00-მდე. ვებინარის სპიკერი იქნება ვანო ნარიმანიძე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სისტემური ადმინისტრატორი.
„გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციური სწავლება აქტუალური საკითხია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციაა მასწავლებლებმა microsoft office 365-ის პროდუქტები გამოიყენონ.
Microsoft Office 365-ის ერთ-ერთი პროგრამა Teams-ი სრულად მორგებულია დისტანციურ სასწავლო პროცესს და საშუალებას გვაძლევს:
● ჩავატაროთ ვიდეო გაკვეთილები და შევინახოთ მათი ჩანაწერები;
● მოვამზადოთ დავალებები;
● თემები განვიხილოთ ჯგუფურად;
● სამუშაო ფაილები გავუზიაროთ ჯგუფის წევრებს,“ - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასწავლებლებმა ვებინარში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: Teams-ის გამოყენება მასწვლებლებისთვის
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“