„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, სკოლებს ადრე დაწყებული დასვენების დღეების გამო შაბათობით სწავლა არ მოუწევთ.
„საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2 მარტიდან 16 მარტამდე,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.
იხილეთ ბრძანება
განახლებული ინფორმაცია ამ თემაზე: მიუხედავად იმისა, რომ 2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული, სკოლებს ადრე დაწყებული დასვენების დღეების აღდგენა მოუწევთ
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ჯგუფი, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მასწავლებლების ჯგუფი“