Baby Bag

ქუთაისის რვა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისის რვა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისში რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მალე დასრულდება. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე ქუთაისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია რვა საჯარო სკოლაში (N5, N10, N13, N17, N30, N 32, N33 და N 36 ) მიმდინარეობს.

2018-19 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. შედეგად, სასწავლო გარემო 15,200 მოსწავლისათვის გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეიძლება დაინტერესდეთ

რას უნდა მიაქციოს აბიტურიენტმა განსაკუთრებული ყურადღება რეგისტრაციის დროს?

რას უნდა მიაქციოს აბიტურიენტმა განსაკუთრებული ყურადღება რეგისტრაციის დროს?

რას უნდა მიაქციოს აბიტურიენტმა განსაკუთრებული ყურადღება რეგისტრაციის დროს? - აღნიშნულ თემაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ პირველი არხის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

ნახეთ რა რჩევებს აძლევს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი აბიტურიენტებს.

წაიკითხეთ სრულად