Baby Bag

ქუთაისის რვა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისის რვა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისში რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მალე დასრულდება. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე ქუთაისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია რვა საჯარო სკოლაში (N5, N10, N13, N17, N30, N 32, N33 და N 36 ) მიმდინარეობს.

2018-19 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. შედეგად, სასწავლო გარემო 15,200 მოსწავლისათვის გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეიძლება დაინტერესდეთ

შიდა დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუში, რომელიც დადებითად შეფასდა

შიდა დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუში, რომელიც დადებითად შეფასდა

გთავაზობთ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის №7 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის ნანა ქსანდოპულოს მიერ შექმნილ შიდა დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუშს, რომელიც დადებითად შეფასდა.

გეგმის ნიმუში იხილეთ ბმულზე - ​​​​​​„​პეტია და მგელი“​​​​​​

წაიკითხეთ სრულად