Baby Bag

ქუთაისის რვა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისის რვა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისში რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მალე დასრულდება. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე ქუთაისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია რვა საჯარო სკოლაში (N5, N10, N13, N17, N30, N 32, N33 და N 36 ) მიმდინარეობს.

2018-19 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. შედეგად, სასწავლო გარემო 15,200 მოსწავლისათვის გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეიძლება დაინტერესდეთ

სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო პროგრამა პროფესიულ უნარებში

სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო პროგრამა პროფესიულ უნარებში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო პროგრამა პროფესიულ უნარებში. 

საგამოცდო პროგრამა იხილეთ ბმულ​ზე - პროგრამა.

წაიკითხეთ სრულად