Baby Bag

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 თებერვალს „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადასცა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ“ ფუნქციონირება საქართველოს 12 ქალაქში 1-ლ ნოემბერს დაიწყო და 1800-მდე პედაგოგობის მსურველი უფასოდ გადაამზადა.

„პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.

მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები ტარდებოდა რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლის ბაზაზე კვირაში სამჯერ (პარასკევი, შაბათი, კვირა). სასწავლო კურსს კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.

თითოეული საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით გადიოდნენ.

კურსდამთავრებულები სკოლებში კონკურსის წესით შევლენ.

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია სხვა ქალაქებშიც ჩატარდება,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ​ცვლილებაა. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის:

71-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.

იხილეთ ​დანართი 1

87-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

იხილეთ ​დანართი 2

წაიკითხეთ სრულად