Baby Bag

„განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა რომ მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია“ - მიხეილ ჩხენკელი

„განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა რომ მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია“ - მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საჯარო თუ კერძო სკოლებში აუცილებელია პიროვნებაზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბება, რათა თითოეულ მოზარდს მიეცეს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება.

„იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია ბიუროკრატიის შემცირების მიზნით, სკოლების დეცენტრალიზაციის მიმართულებით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს.

სწორედ ამას გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს საქართველოს 100-ზე მეტ სკოლაში სწავლა-სწავლების პრინციპები, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების და თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის პრაქტიკა დაინერგა. პროგრამა აგრეთვე გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნას. ამ მოდელის დანერგვა მოსწავლეებისთვის კომპლექსური, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარების პირობებს ქმნის. ეტაპობრივად, 2023 წლამდე პროგრამა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას მოიცავს, “ - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შეიძლება დაინტერესდეთ

ელექტრონული ჟურნალი Microsoft Teams-ის აპლიკაციაში დაემატა

ელექტრონული ჟურნალი Microsoft Teams-ის აპლიკაციაში დაემატა

ელექტრონული ჟურნალი Microsoft Teams-ის აპლიკაციაში დაემატა, რომელიც ეტაპობრივად აისახება ყველა მომხმარებელთან.

ელექტრონული ჟურნალის განახლების ინსტრუქცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ჟურნალის ოფიციალური ვებ გვერდია:https://onlineschool.emis.ge/

იხილეთ ინსტრუქცია 


წაიკითხეთ სრულად