Baby Bag

ისვენებენ თუ არა საჯარო სკოლები 30 დეკემბერს?

ისვენებენ თუ არა საჯარო სკოლები 30 დეკემბერს?

როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებში? - აღნიშნულ კითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უპასუხეს.

მათი განმარტებით, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება (30 დეკემბერი დასვენების დღეა) და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება:

„საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში სკოლები 16 დღე დაისვენებენ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ - აღნიშნეს სამინისტროში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​აკადემიაში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო!

​აკადემიაში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო!

აკადემიაში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო!

🎓 დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასი) მათემატიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
🎓 დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასი) ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
🎓 ქართულის, როგორც მეორე/უცხოური ენის (დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე 👇👇👇

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf7GojqL0w2AXL2SeS-sW1ptgBETO8y4hgkwRH-ieP8hz61Xg/viewform?usp=pp_url

წაიკითხეთ სრულად