Baby Bag

როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება საახალწლო არდადეგები საჯარო სკოლებში?

როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება საახალწლო არდადეგები საჯარო სკოლებში?

როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებში? - აღნიშნულ კითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უპასუხეს. 

მათი განმარტებით, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება:

„საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში სკოლები 16 დღე დაისვენებენ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ - აღნიშნეს სამინისტროში.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სამართლებრივი ჩარჩოები, მისი დანერგვისა და დაფინანსების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები და პროექტები განიხილეს.

მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის დამაკავშირებელ ხიდს და ეხმიანება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საგანმანათლებლო პროგრამები საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მომზადდეს ის ადამიანური რესურსი, რომელიც დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ამავდროულად, პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში ახლად შეტანილი ცვლილებების შედეგად შემუშავდა.

წაიკითხეთ სრულად