Baby Bag

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს, - ინფორმაციას ​1tv.ge ავრცელებს.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.

მაია მიმინოშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდეს. ამასთან, ჭკუასელი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს, კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.

„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შესაძლოა, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან დღეს ​გადადგა.

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო სკოლის დირექტორის სერტიფიცირების საგამოცდო პროგრამა დამტკიცდა

საჯარო სკოლის დირექტორის სერტიფიცირების საგამოცდო პროგრამა დამტკიცდა

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების საგამოცდო პროგრამა დამტკიცდა. 

ბრძანების მიხედვით, საგამოცდო ტესტი სამი ნაწილისგან შედგება და ტესტის მაქსიმალური ქულაა 100. 

ტესტის პირველი ნაწილი შეეხება საკანონმდებლო ბაზას და 20-ქულიანია;

მეორე ნაწილი პროფესიული უნარებისგან შედგება და 50-ქულიანია;

მესამე ნაწილი კი ზოგად უნარებს მოიცავს და 30-ქულიანია.

იხილეთ ​საგამოცდო პროგრამა.

შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 3 თებერვალს დაიწყო და 17 თებრვლის ჩათვლით ​გაგრძელდებარეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე www.directors.mes.gov.ge.

წაიკითხეთ სრულად