Baby Bag

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება.

შეხვედრაზე მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

„იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს. ამ მიზნის განხორციელება კი პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა შეხვედრის დროს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში დირექტორთა და პედაგოგთა მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი კარგი შედეგის მიღწევა.

„ახალი სკოლის მოდელში“ საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 165 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტი 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

სასერტიფიკაციო პროგრამაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე რჩება - ტრენინგები მაძიებელი და პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის

სასერტიფიკაციო პროგრამაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე რჩება - ტრენინგები მაძიებელი და პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის

ახლოვდება 2021 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები და მატულობს ინტერესი მოსამზადებელ პროგრამებზე. გთავაზობთ ტრენინგებს, რომელიც გამოცდის ჩაბარების გარანტიას მოგცემთ!

პედაგოგთა სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო ყველა საკითხს. ინოვაციური სწავლების მეთოდი გაგიადვილებთ შესასწავლი მასალის აღქმა-გააზრებას!

​პროგრამას გაუძღვება თსუ-ის სერტიფიცირებული ტრენერი, მეცნიერი ​სოფიკო ბიბილაშვილი.

​ტრენინგი აღიარებულია საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტად!

​რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ საგანზე - დაწყებითი კომბინირებული სრული კურსი (I-IV).

​ტრენინგები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითოეული სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი, ტრენინგები გაგრძელდება გამოცდებამდე.

​ტრენინგის ღირებულებაა 90 ლარი (ერთი თვე).

​მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:

​​სარეგისტრაციო ფორმა

რეგისტრაცია სრულდება 28 მარტს, 18:00 საათზე.

​დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 592 477 277.

R.

წაიკითხეთ სრულად