Baby Bag

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება.

შეხვედრაზე მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

„იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს. ამ მიზნის განხორციელება კი პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა შეხვედრის დროს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში დირექტორთა და პედაგოგთა მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი კარგი შედეგის მიღწევა.

„ახალი სკოლის მოდელში“ საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 165 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტი 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ლიტერატურის, გეოგრაფიის, ხელოვნებისა და ბიოლოგიის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

ლიტერატურის, გეოგრაფიის, ხელოვნებისა და ბიოლოგიის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ლიტერატურის, გეოგრაფიის, ხელოვნებისა და ბიოლოგიის გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს:

ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები:

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები:

გეოგრაფია I ვარიანტი
გეოგრაფია II ვარიანტი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება I ვარიანტი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება II ვარიანტი

ბიოლოგიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები:
ბიოლოგია I ვარიანტი
ბიოლოგია II ვარიანტი

ცენტრის ცნობით, ტესტის სწორი პასუხები და შეფასების სქემა გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად. 

წაიკითხეთ სრულად