14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული)
აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი ერთი დღით შეჩერდება. წელს 14 ოქტომბერი წელს ხუთშაბათ დღეს ემთხვევა.
იხილეთ ასევე სხვა ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში:
1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
23 ნოემბერი – გიორგობის დღე;
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე საგანმანათლებლო რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
გარდა ამისა, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ნებისმიერ დაინტერესებულ პირის აქვს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის (ანონიმური ეგზემპლარი) საჯარო სივრცეში გაცნობისა და არგუმენტირებული შენიშვნების ან/და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.
„სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი), მინისტრის მიერ დადგენილი ვადით ქვეყნდება საჯარო განხილვისათვის. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე (ანონიმურ ეგზემპლარზე) საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება დააფიქსიროს ელექტრონულად. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომია განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.საჯარო განხილვის შედეგების გაზიარების შესახებ რეკომენდაცია მიიღება რეცენზენტთა შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის მიერ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.
„სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე/შერჩევაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით,“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ სკოლა უფლებამოსილია, უცხოური ენების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოები. სკოლა, განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისთვის დადგენილ ვადაში.