14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული)
აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი ერთი დღით შეჩერდება. წელს 14 ოქტომბერი წელს ხუთშაბათ დღეს ემთხვევა.
იხილეთ ასევე სხვა ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში:
1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
23 ნოემბერი – გიორგობის დღე;
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მასწავლებლის სახლი მორიგ კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მორიგ კრედიტქულიან ტრენინგზე - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები“ რეგისტრაციას აცხადებს.
ცენტრის ცნობით, ტრენინგი განკუთვნილია ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის ვისაც აღნიშნული კურსი არ აქვს გავლილი.
როგორც მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან: შემაჯამებელი შეფასების სხვადასხვა ფორმებს, შეფასების რუბრიკის შექმნის წესსა და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს. მოდულში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობაზე და სასწავლო პროცესში მათ მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენებაზე. ტრენინგის მსვლელობისას მოხდება განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების მოდელირება და მონაწილეებს მიეცემათ მათი გამოყენებისა და იმ საგანთან ადპტირების შესაძლებლობა, რომელსაც ასწავლიან.
„მოდული მონაწილეებს ასევე დაეხმარება შეფასების შედეგების გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით გაანალიზებასა და სწავლების პროცესის შესაბამისად მოდიფიცირებაში.
ტრენინგ მოდულის ხანგრძლივობაა: 12 საკონტაქტო საათი (ტრენინგი ტარდება ორი დღის განმავლობაში,დღეში 6 საათი.)
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში პედაგოგს მიენიჭება 1 კრედიტი“, - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.