Baby Bag

„გოგებაშვილისეული „დედაენა“ ბრუნდება ჩვენს სკოლებში!“

„გოგებაშვილისეული „დედაენა“ ბრუნდება ჩვენს სკოლებში!“

„გოგებაშვილისეული „დედაენა“ ბრუნდება ჩვენს სკოლებში,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პირველკლასელი ახალი სასწავლო წლიდან „დედაენას“ უფასოდ მიიღებს.

„ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან, მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლებში „დედაენა“. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ „დედაენას“, როგორც უყვარდათ წინა თაობებს და როგორც გვიყვარს ჩვენ“, - განაცხადა ბახტაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

10 რამ, რისი უფლებაც ყველა მკითხველს აქვს

10 რამ, რისი უფლებაც ყველა მკითხველს აქვს

ფრანგი მწერალი დანიელ პენაკი „რომანივით საკითხავში“ მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს, ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ. ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი” შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი მეთოდოლოგიაა. ეს „რომანივით საკითხავია”, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს.

ავტორი წიგნში მკითხველის ხელშეუვალ უფლებათა ჩამონათვალსაც გვთავაზობს:

  1. უფლება – არ წავიკითხოთ
  2. უფლება – გამოვტოვოთ გვერდები
  3. უფლება – ბოლომდე არ წავიკითხოთ
  4. უფლება – ხელახლა წავიკითხოთ
  5. უფლება – ვიკითხოთ, რაც გვინდა
  6. უფლება ბოვარიზმისა (ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება)
  7. უფლება – სადაც გვინდა, იქ ვიკითხოთ
  8. უფლება – საიდანაც გვინდა, იქიდან დავიწყოთ კითხვა
  9. უფლება – ხმამაღლა ვიკითხოთ
  10. უფლება – არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად