Baby Bag

„გოგებაშვილისეული „დედაენა“ ბრუნდება ჩვენს სკოლებში!“

„გოგებაშვილისეული „დედაენა“ ბრუნდება ჩვენს სკოლებში!“

„გოგებაშვილისეული „დედაენა“ ბრუნდება ჩვენს სკოლებში,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პირველკლასელი ახალი სასწავლო წლიდან „დედაენას“ უფასოდ მიიღებს.

„ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან, მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლებში „დედაენა“. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ „დედაენას“, როგორც უყვარდათ წინა თაობებს და როგორც გვიყვარს ჩვენ“, - განაცხადა ბახტაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის დაიწყება სკოლებში დასვენების დღეები?

როდის დაიწყება სკოლებში დასვენების დღეები?

საჯარო სკოლებში ​საგაზაფხულო არდადეგები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, 8 მარტიდან 15 მარტამდე პერიოდითაა განსაზღვრული. რადგან 8 მარტიც და 15 მარტიც კვირა დღეს ემთხვევა, სკოლებში დასვენების დღეები 7 მარტიდან (შაბათი) დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, ოფიციალური უქმე დღეა 3 მარტი, დედის დღე.

საგაზაფხულო არდადეგები სამინისტრომ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ ზამთრისა და საზაფხულო არდადეგები არსებობდა.

წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერიდან – 15 იანვარამდე გრძელდება;

საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან 15 მარტამდე გრძელდება;

ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისიდან – 15 სექტემბერამდე გრძელდება.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად