Baby Bag

თბილისის საჯარო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს 12 საათზე იწყება

თბილისის საჯარო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს 12 საათზე იწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე​ kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ბლანკი, რათა მომხმარებელს გაუმარტივდეს ძებნა და დაზოგოს დრო ინფორმაციის შეყვანისას.

ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს აპლიკანტი ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

ახალი ბაღების ნომრებია შემდეგი:

N30 - ისნის რაიონი, ნავთლუღის ქუჩა N8;

N81 - კრწანისის რაიონი, სოფელი ფონიჭალა

N93 - დიდუბის რაიონი, მიხეილ ჭიაურელის ქუჩა N18

N101 - გლდანის მე-6 მიკრორაიონი

N102 - გლდანის მე-8 მიკრორაიონი.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია:

  • დაბადების მოწმობის ასლი
  • 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)
  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლი

მშობელს ასევე შეუძლია გადაამოწმოს ბავშვის რეგისტრაცია პირადი ნომრით იმავე გვერდზე, სადაც მოხდა სარეგისტრაციო ბლანკის შევსება. 

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას 1-ლი მარტიდან განაახლებენ

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას 1-ლი მარტიდან განაახლებენ

საჯარო და კერძო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ლი მარტიდან გაანახლებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ლი მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად