Baby Bag

საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს

საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებუს, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ხელშეკრულებას - „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად ხელი მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მოაწერეს.

პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს:

  • სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება;
  • სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება;
  • პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

„მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რაც განათლების სისტემაში 90 მილიონი ევროს ინვესტირებას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ ხელი ასევე მოვაწერეთ გერმანულ მხარესთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში 22 მილიონი დაიხარჯება. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ განათლების კომპლექსურ რეფორმას მხარს უჭერენ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები. რეფორმის ყოველი მომდევნო ნაბიჯი სწორედ მათთან თანამშრომლობით განხორციელდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

2021 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი გამოქვეყნდა

2021 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ​2021 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს აქვეყნებს.

რუკის სანახავად დააჭირეთ ბმულს (მისამართს).

ქალაქ თბილისის №32 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, სანზონა, ჩარგლის ქ. №24;

ქალაქ თბილისის №39 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, გლდანის I მ/რ;

ქალაქ თბილისის №103 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მესხეთის ქ. №72;

ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, თრიალეთის ქ. №7;

ქალაქ თბილისის №133 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, ვარდისუბნის ქ. №8;

ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ;

ქალაქ თბილისის №175 ასაჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ.;

ქალაქ თბილისის №175 ბსაჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ;

ქალაქ თბილისის №177-ესაჯარო სკოლა - ქ. თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ;

ქალაქ თბილისის №191 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. №30;

ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №34;

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა -ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. №6;

ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, ნიკეას №44;

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის № 41 ფიზიკა-მათემატიკის საჯაროსკოლა - ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ.№127;

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა - ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის 47;

ქ. ბათუმის №10 საჯარო სკოლა - ქ. ბათუმი, ბაგრატიონის 121;

ქ. ბათუმის №14 საჯარო სკოლა - ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ.№11;

მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯაროსკოლა - ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. №9;

ქ. რუსთავის № 22 საჯარო სკოლა - ქ. რუსთავი, ქუთაისის ქ. №6;

ქ. გორის №3 საჯარო სკოლა - ქ. გორი, დ. ამილახვარის ქ. №26;

ქ. ახალციხის №1 საჯარო სკოლა - ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2;

ქ. თელავის №8 საჯარო სკოლა - ქ. თელავი, თამარის ქ. №69;

ქალაქ ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა - ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა - ქ. ფოთი, ზამბახიძის ქ. №3;

დაბა ხულოს საჯარო სკოლა - დ. ხულო, შავაძის ქ. №3.

წაიკითხეთ სრულად