Baby Bag

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს ვიდეოკონკურსს სახელწოდებით „არა კიბერბულინგს!“. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს და გრძელდებოდეს არანაკლებ 3 წუთისა. ვიდეოს გადაღება უნდა მოხდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებლის, ან მასწავლებელთა ჯგუფის ჩართულობით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ​ბმულს.


შეიძლება დაინტერესდეთ

პედაგოგები მუსიკის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში არაპროგრამული საკითხების გამო დავობენ

პედაგოგები მუსიკის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში არაპროგრამული საკითხების გამო დავობენ

პედაგოგები მუსიკის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში არაპროგრამული საკითხების გამო დავობენ. მათ ​MomsEdu.ge-ს ტექსტი გამოუგზავნეს, სადაც დეტალურადაა ახსნილი, რას აპროტესტებენ. გთავაზობთ მუსიკის პედაგოგთა განცხადებას:

„მოგახსენებთ, რომ 22 ივლისს ჩატარდა მუსიკის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. ჩვენ, აპლიკანტები, გამოცდისათვის შესაბამისი პროგრამით მოვემზადეთ, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერაა შედგენილი. გამოცდაზე პედაგოგებმა აღმოვაჩინეთ და შემდეგ, ერთმანეთთან გასაუბრების მერე დავასკვენით, რომ საგამოცდო ტესტში ნამდვილად იყო შესული არაპროგრამული საკითხები:

1. არჩილ კერესელიძე (1 ქულა)

2. მუსიკა კინოფილმიდან „სხვისი შვილები“ (1 ქულა)

3. ანდრია ბალანჩივაძე, „რიწის ტბა“ (1 ქულა)

4. რევაზ ლაღიძე, „რონდო-ტოკატა“ (1 ქულა)

5. რობერტ შუმანი, "კონცერტი" (1 ქულა)

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვდავობთ 5 ქულაზე: ან უნდა მოხდეს აპლიკანტის მიღებულ შედეგზე 5 ქულის დამატება, ან ბარიერის დაწევა 5 ქულით“, - აღნიშნულია მუსიკის პედაგოგთა მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად