Baby Bag

რამდენი ოფიციალური დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე

რამდენი ოფიციალური დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე

რამდენიმე დღეში სკოლებში სააღდგომო დასვენების დღეები დაიწყება. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლები წითელ პარასკევსა (26 აპრილი) და ორშაბათს (29 აპრილს) დაისვენებენ.

გარდა ამისა, ოფიციალური უქმე დღეებია:

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

თუმცა წელს ბოლო ორი დღესასწაული კვირას ემთხვევა.                   

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 ივნისს სრულდება. პირველკლასელები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები კი სწავლას მაისის თვეში ასრულებენ - პირველკლასელები 27 მაისს, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეები - 20 მაისს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

„7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა,“  - აღნიშულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია კონტაქტები:

„თავდაპირველად აბიტურიენტს სიცხე არ აღენიშნებოდა, კორონავირუსი მოგვიანებით დაუდგინდა. ის 9 აბიტურიენტი, ვისთან ერთადაც ეს აბიტურიენტი აბარებდა, განთავსდებიან საკარანტინე სივრცეში და ყველა გამოცდის წინ მათ PCR ტესტი ჩაუტარდებათ,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

წაიკითხეთ სრულად